არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ფინკა ბანკის კლიენტი მეწარმეებისათვის ტრენინგი გორში გამართა.
ტრენინგის მთავარი თემა საბანკო პროდუქტები, ბიზნესთან დაკავშირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები, ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები, გაცვლითი კურსი, ონლაინ სესხები, დაზღვევა და საპენსიო რეფორმა იყო.
პროექტის ფარგლებში 6 შეხვედრა ჩატარდა: თბილისში, გორში, ქუთაისში, სენაკში, თელავში და ბათუმში. ჯამში 150-მდე მეწარმე გადამზადდა. პროექტის მიზანია გაუმჯობესდეს მათი მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
პროექტს - ,,ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის’’ საზოგადოება და ბანკები, ფინკა ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.