არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ფინკა ბანკის კლიენტი მეწარმეებისთვის ტრენინგების ციკლი ჩაატარა. შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან საქართველოს 6 დიდ ქალაქში გაიმართა. ტრენინგების მთავარი თემა საბანკო პროდუქტები, ბიზნესთან დაკავშირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები, ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები, გაცვლითი კურსი, ონლაინ სესხები, დაზღვევა და საპენსიო რეფორმა იყო.
პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა: თბილისში, სენაკში, ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და გორში. ჯამში 150-მდე მეწარმე გადამზადდა და გაუმჯობესდა მათი მხრიდან ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
პროექტი - ,,ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის’’ საზოგადოება და ბანკებმა, ფინკა ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად განახორციელა.