არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ფინკა ბანკის კლიენტი მეწარმეებისათვის ტრენინგების ციკლს განაგრძობს. თბილისის შემდეგ, შეხვედრები ქუთაისში და სენაკში გაიმართა.
ტრენინგის მთავარი თემა საბანკო პროდუქტები, ბიზნესთან დაკავშირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები, ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები, გაცვლითი კურსი, ონლაინ სესხები, დაზღვევა და საპენსიო რეფორმა იყო.
პროექტის ფარგლებში 6 შეხვედრა გაიმართება. ტრენინგები დაგეგმილია ბათუმში, თელავსა და გორში. სულ 150-მდე მეწარმე გადამზადდება და გაუმჯობესდება მათი მხრიდან ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
პროექტს - ,,ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის’’ საზოგადოება და ბანკები, ფინკა ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.