საზოგადოება და ბანკების ეკონომიკურ მედია სკოლას ,,კრედიტინფო საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ესტუმრა. ალექსანდრე გომიაშვილმა საკრედიტო ბიუროების მნიშვნელობაზე და ქვეყნის ეკონომიკაში მათ როლზე ისაუბრა. სტუმარმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ ექსპერტებსაც უმასპინძლებს.