„საზოგადოება და ბანკები“ თანამშრომლობას „Forbes Georgia“-სთან იწყებს. ჩვენი პირველი სტატია რეფინანსირების განაკვეთს ეხება. 

"ეკონომიკა ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც გარკვეულ პერიოდებში სტიმულირება სჭირდება. ეს შესაძლოა განხორციელდეს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდით. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციები მცირდება ან არ არის საკმარისი, შესაძლოა მთავრობამ შეამციროს „ხარკი“, რომელიც ბიზნესს ტვირთად აწევს გადასახადების სახით და უმცირებს მოქმედების თავისუფლებას. რესურსები შეზღუდულია და სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირება არ არის ეკონომიკურად გამართლებული საინვესტიციო დანახარჯებით. ადმინისტრაციული და სოციალური ხარჯების შემცირება მთავრობისთვის მტკივნეული და არაპოპულარულია. ფისკალური პოლიტიკა არის ხისტი და ნაკლებად ცვალებადია მოკლევადიან პერიოდში (არ ვგულისხმობთ წინასაარჩევნო პერიოდს, რომელიც როგორც ჩვენთან ასევე დანარჩენ მსოფლიოშიც აქტუალურია და სავსეა უხვი დაპირებებით ბიზნესის და მოსახლეობის მიმართ)."

http://forbes.ge/news/1477/refinansirebis-ganakveTi