ეკონომიკური მედია სკოლის მსმენელები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურ მედია სკოლის წარმატებით დასრულებისთვის, სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ. ჟურნალისტებს სერტიფიკატები ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ გადასცეს.
სასწავლო კურსი, რომელიც სრულიად უფასო იყო, 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება იყო.
ეკონომიკური მედია სკოლის მესამე ნაკადი 21 მსმენელი/ჟურნალისტისგან შედგებოდა, რომლებიც საქართველოში მოქმედ 19 მედიასაშუალებას წარმოადგენენ. მათი შერჩევა კონკურსის წესით მოხდა.
"საზოგადოება და ბანკებმა" პროექტი ლიბერთი ბანკთან ერთად განახორციელა.