„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურ მედია სკოლას საქართველოს ბანკის ბრენდის მართვის დეპარტამენტის დირექტორი საშა კაცმანი ესტუმრა. შეხვედრის მთავარი თემა იყო მარკეტინგი და სარეკლამო ბაზარი. საშა კაცმანმა საქართველოს ბანკის სარეკლამო კამპანიების მაგალითები განიხილა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. სკოლის მეორე ნაკადი 20 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც საქართველოში მოქმედ 19 მედია საშუალებას წარმოადგენენ. მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ ექსპერტებსაც უმასპინძლებს.
ფოტოები იხილეთ ამ ბმულზე.