არასამთავრობო ორგანიზაციების „საზოგადოება და ბანკების“ და YES Georgia-ს ორგანიზებით „ახალგაზრდული ეკონომიკური ფორუმი“ სასტუმრო Courtyard Marriott–ში გაიმართა. ღონისძიება საბანკო სექტორის ერთგვარ სიმულაციას წარმოადგენს. მასში თბილისისა და საქართველოს სხვა რეგიონების 10-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან, 120-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ფორუმი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ცოდნა იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლებსაც საბანკო სისტემა უნდა ეფუძნებოდეს.
დელეგატებმა ჯგუფური სამუშაოების მსვლელობისას სხვადასხვა აქტუალური თემები განიხილეს. საბოლოოდ, კი საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგია სამი მხარის (კომერციული ბანკების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ეროვნული ბანკის) ინტერესების გათვალისწინებით შეიმუშავეს. ფორუმის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი, საუკეთესო დელეგატებს კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
მსგავსი ფორმატის სტუდენტური ეკონომიკური ფორუმი, საქართველოში პირველად ჩატარდა.
ფოტოები იხილეთ ამ ბმულზე