არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ეკონომიკური მედია სკოლის მეორე ნაკადის მიღებას იწყებს.
პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენთთან“ (Junior Achievement) ერთად ხორციელდება, რომელსაც ეკონომიკური განათლების კუთხით თითქმის ასწლიანი გამოცდილება აქვს. მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება.
ჟურნალისტები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსისა და სახელმძღვანელოების მიხედვით შეისწავლიან. ტრენინგებს „ჯუნიორ ეჩივმენთის“ (Junior Achievement) ტრენერები და მოწვეული ლექტორები ჩაატარებენ. სასწავლო კურსი, რომელიც 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სარეკომენდაციო წერილი მედია საშუალების ხელმძღვანელისგან ჩვენს ელექტრონულ მისამართზე mediaschool@sab.ge 2014 წლის 15 სექტემბრამდე. იმისთვის, რომ გახდეთ ეკონომიკური სკოლის მსენელი, აუცილებელია მუშაობდეთ რომელიმე მედია საშუალებაში.
მედია სკოლა 20 მსმენელს მიიღებს, რომელთა შერჩევა კონკურსის წესით მოხდება.