საზოგადოება და ბანკებმა სოციალური კვლევების ინსტიტუტთან პარტნიორობით, სასტუმრო ყაზბეგი რუმსში ჯანმრთელობის ეკონომიკაზე სემინარი ჩაატარა. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმა და ექიმებმა, სამედიცინო და ეკონომიკური გადაცემების წამყვანებს, პროდიუსერებს და ჟურნალისტებს სექტორში არსებული ვითარება გააცნეს. სემინარის მონაწილეებმა და სპიკერებმა ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებიც განიხილეს. შეხვედრას სხვადასხვა მედია საშუალების 21 წარმომადგენელი ესწრებოდა.