ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ეკონომიკურ მედია სკოლას ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა მაკროეკონომიკური მიმოხილვა იყო. კობა გვენეტაძემ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. მედია სკოლის მსმენელებმა საკასო ცენტრი დაათვალიერეს და მის სამუშაო პროცესს გაეცნენ.

ეკონომიკური მედია სკოლის პროექტს ,,საზოგადოება და ბანკები“ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით ახორციელებს.