„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური მედია სკოლის მსმენელებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - კობა გვენეტაძე მიმდინარე გამოწვევებზე ესაუბრა. შეხვედრა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში წარიმართა. კობა გვენეტაძემ, ჟურნალისტებთან ერთად, მაკროეკონომიკური თემები მიმოიხილა. მან ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.
მედია სკოლის მე-14 ნაკადი 23 მსმენელისგან შედგება და მისი მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით სწავლობენ.
ეკონომიკურ მედია სკოლის პროექტს „საზოგადოება და ბანკები“ ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.