"საზოგადოება და ბანკები" რადიო კომერსანტთან ერთად იწყებს რადიო ბლოგს საბანკო და ფინანსური პროდუქტების შესახებ.
ბლოგი ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, დღეში ორჯერ გავა რადიო კომერსანტის ეთერში და მოიცავს მოკლე ინფორმაციულ ჩანაწერებს ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა სესხები და მათთან დაკავშირებული ვალდებულებები, საკრედიტო ისტორიის მნიშვნელობა, თაღლითური სქემები და პირამიდები, ფიშინგი და ა.შ.
რადიო ბლოგის საშუალებით, მაქსიმალურად გამარტივებულად მიიღებთ სასარგებლო ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო თემებზე, რაც დაგეხმარებათ თავი დაიზღვიოთ მომავალში შესაძლო ფინანსური გაუგებრობებისგან.