„საზოგადოება და ბანკები“-ს ეკონომიკურ მედია სკოლაში სწავლა დაიწყო. ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე გაუძღვება. სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.
მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან. სასწავლო კურსი, რომელიც 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
ეკონომიკური მედია სკოლის მეთოთხმეტე ნაკადი 23 მსმენელი/ჟურნალისტისგან შედგება და პანდემიის გამო შეცვლილი ფორმატით, ელექტრონულად ჩატარდება.
პროექტს „საზოგადოება და ბანკები“ ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.