ეკონომიკური მედია სკოლის მეთორმეტე ნაკადის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება იყო. ტრენინგებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი - გიორგი ბაქრაძე და მოწვეული სპიკერები ატარებდნენ.
ჟურნალისტებმა ეკონომიკის საფუძვლები სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლეს.
ეკონომიკური მედია სკოლის პროექტი ილიაუნის ბიზნესის სკოლის ფინანსური განათლების ცენტრის და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
სკოლის მეთორმეტე ნაკადი 23 ჟურნალისტისგან შედგებოდა. ეკონომიკური მედია სკოლა მეცამეტე ნაკადის მიღებას გაზაფხულიდან დაიწყებს.