ილიაუნის სტუდენტებისთვის ტრენინგი ,,ლიდერობა და კომუნიკაცია“ ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრმა ორგანიზაციულ ლიდერობაში, ჟურნალისტმა და პროდიუსერმა ნინო გომართელმა ჩაატარა.
ტრენინგის მთავარი განსახილველი თემა ლიდერული თვისებები, კომუნიკაციის უნარები, ემოციური ინტელექტი და თვითმოტივაცია იყო. ნინო გომართელმა მსოფლიო მასშტაბის ლიდერების მაგალითზე მიმოიხილა, თუ როგორ უნდა დაამყარო სწორი კომუნიკაცია ისე, რომ მოახდინო სხვებზე გავლენა. როგორ უნდა წარადგინო თავი და რაზე უნდა გაამახვილო ამ დროს ყურადღება. როგორ უნდა ვმართოთ ემოციები და რამდენად მნიშვნელოვანია დებატების კულტურა.
ნინო გომართელმა სტუდენტებს ოქრფორდში მიღებული გამოცდილებაც გაუზიარა და მათ კითხვებსაც უპასუხა. ტრენინგი ილიაუნის ფინანსური განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.