„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურ მედია სკოლაში სწავლა დაიწყო. მეთერთმეტე ნაკადს ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე ჩაუტარებს. სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.

 სკოლაში ჩარიცხულ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი გიორგი აბაშიშვილი მიესალმა.

მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ეკონომიკური მედია სკოლის მეთერთმეტე ნაკადი 21 მსმენელი/ჟურნალისტისგან შედგება, მათი შერჩევა კონკურსის წესით მოხდა.

ეკონომიკური მედია სკოლის პროექტს ,,საზოგადოება და ბანკები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური განათლების ცენტრთან ერთად, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.