„ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში“, ილიაუნის ფინანსური განათლების ცენტრის ორგანიზებით სტუდენტებისთვის ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგს ცენტრის დირექტორი გიორგი კეპულაძე და საბანკო პროდუქტების ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი უძღვებოდნენ. ცენტრის წარმომადგენლები მსმენელებს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების პირობებზე ესაუბრნენ. შეხვედრის ძირითადი თემა საკრედიტო პროდუქტები იყო, ტრენინგზე ყურადღება დაზოგვის კულტურის წახალისებაზეც გამახვილდა. შეხვედრას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელიც დაესწრო. მოკლე პრეზენტაციის შემდეგ მომხსენებლებმა კითხვებსაც უპასუხეს. შეხვედრას 70-მდე სტუდენტი დაესწრო.
,,ფულის გლობალური კვირეულის“ წლევანდელი დევიზია „ისწავლე, დაზოგე, გამოიმუშავე”. აქტივობების მიზანი ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელება და საზოგადოებაში ამ საკითხებზე დიალოგის წახალისებაა.