ეკონომიკური მედია სკოლის მეათე ნაკადის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება იყო. ტრენინგებს გიორგი ბაქრაძე და მოწვეული ექსპერტები ატარებდნენ, რომელთა შორისაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც იყო.
მედია სკოლის მსმენელებს სერტიფიკატები ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანმა, გიორგი ქადაგიძემ გადასცა. სკოლის მეათე ნაკადი 21 ჟურნალისტისგან შედგებოდა, რომლებმაც ეკონომიკის საფუძვლები სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლეს. მედია სკოლა მეთერთმეტე ნაკადის მიღებას გაზაფხულიდან დაიწყებს.
ეკონომიკური მედია სკოლის პროექტი ილიაუნის ბიზნესის სკოლის ფინანსური განათლების ცენტრმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განახორციელა.