ეკონომიკურ მედია სკოლას ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე ესტუმრა. მან ჟურნალისტებთან ერთად საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები მიმოიხილა.
სტუმარმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან.
მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ სტუმრებსაც უმასპინძლებს.
ეკონომიკური მედია სკოლის პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ფინანსური განათლების ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.