ეკონომიკის საზაფხულო სკოლაში სწავლა დასრულდა. ბოლო ლექცია წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართა.
პროექტში რამდენიმე არასამათავრობო ორგანიზაციის და კერძო კომპანიის ხელმძღვანელები, ასევე სოციალური მედიის მენეჯერები მონაწილეობდნენ.
ტრენინგები ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა გიორგი ქადაგიძემ ჩაატარა. პროექტის მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებისთვის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გაცნობა და მოსალოდნელი შედეგების და აუცილებელი ქმედითი ნაბიჯების შესახებ მსჯელობა იყო. სასწავლო კურსი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. სკოლაში სულ 20 მსმენელი იყო.
ეკონომიკის საზაფხულო სკოლა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ფინანსური განათლების ცენტრის პროექტია და მას მხარს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უჭერს.