ეკონომიკურ მედია სკოლას საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის კორესპონდენტი ელენე ბედველი ესტუმრა. ჟურნალისტი მსმენელებს ეკონომიკური თემების გაშუქებაზე და საერთაშორისო მედიის მუშაობის პრინციპებზე ესაუბრა. სტუმარმა ჟურნალისტებს თავისი პროფესიული გამოცდილებაც გაუზიარა და მათ კითხვებს უპასუხა.

ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან. 

მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ სტუმრებსაც უმასპინძლებს.

მედია სკოლის პროექტი ილიაუნის ბიზნესის სკოლასთან ერთად ხორციელდება.