საზოგადოება და ბანკები ეკონომიკური მედია სკოლის მეცხრე ნაკადის მიღებას იწყებს.
ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს. ეკონომიკურ მედია სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.
ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე - mediaschool@sab.ge 2018 წლის 23 აპრილის ჩათვლით. იმისთვის რომ გახდეთ ეკონომიკური სკოლის მსმენელი, აუცილებელია, მუშაობდეთ რომელიმე მედია საშუალებაში.