არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ფინკა ბანკის კლიენტი მეწარმეებისათვის ტრენინგების ციკლს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა ბათუმში გაიმართა.

ტრენინგის მთავარი თემა საბანკო პროდუქტები, ბიზნესთან დაკავშირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები, ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები, გაცვლითი კურსი, ონლაინ სესხები, დაზღვევა და საპენსიო რეფორმა იყო.

პროექტის ფარგლებში 6 შეხვედრა გაიმართება. თბილისის, ქუთაისის, სენაკის, თელავისა და ბათუმის შემდეგ, ტრენინგი დაგეგმილია ქალაქ გორში. სულ პროექტის ფარგლებში 150-მდე მეწარმე გადამზადდება და გაუმჯობესდება მათი მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

პროექტს - ,,ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის’’ საზოგადოება და ბანკები, ფინკა ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.