საზოგადოება და ბანკების ეკონომიკურ მედია სკოლას დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების საბჭოს წევრი, ტარიელ გვალია ესტუმრა. შეხვედრის მთავარი თემა "ფასიანი ქაღალდების ბაზარი და დამოუკიდებელი დირექტორის ინსტიტუტი" იყო. ტარიელ გვალიამ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. საზოგადოება და ბანკები პროექტს ლიბერთი ბანკთან ერთად ახორციელებს.