ეკონომიკურ მედია სკოლას გიორგი ქადაგიძე ესტუმრა. ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს ფინანსური სექტორი მიმოიხილა. გიორგი ქადაგიძემ მედია სკოლის მსმენელების შეკითხვებსაც უპასუხა.

ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან.

მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ სტუმრებსაც უმასპინძლებს.