„საზოგადოება და ბანკების“ ოფისში „ეკონომიკის საზაფხულო სკოლის“ ბოლო ლექცია გაიმართა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ჩატარდა. მათ დღეს სერტიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგები ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჩაატარა. პროექტის მიზანი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირებისთვის და მედიის წარმომადგენლებისთვის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გაცნობა და მოსალოდნელი შედეგების და აუცილებელი ქმედითი ნაბიჯების შესახებ მსჯელობა იყო. სასწავლო კურსი, რომელიც უფასო იყო 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. სკოლაში სულ 21 მსმენელი იყო.
„საზოგადოება და ბანკებმა“ პროექტი გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით განახორციელა.