არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" საკონსულტაციო ცენტრის ფარგლებში, თელავში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი მოსახლეობაში ფინანსური განათლების ამაღლება იყო. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ კვალიფიციური რჩევები საბანკო პროდუქტებისა და პროცედურების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მისი დასრულების შემდეგ ორგანიზაციის საბანკო პროდუქტების ექსპერტმა მსურველებს, ინდივიდუალური კონსულტაცია გაუწია.
პროექტი გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
„საზოგადოება და ბანკები“ მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გეგმავს.