„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურ მედია სკოლას ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე ესტუმრა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს საბანკო სექტორისა და ეკონომიკური ზრდის გამოწვევები იყო.
გიორგი არველაძემ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. სკოლის მეორე ნაკადი 20 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც საქართველოში მოქმედ 19 მედია საშუალებას წარმოადგენენ. მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ ექსპერტებსაც უმასპინძლებს.

ფოტოები