ეკონომიკურ მედია სკოლას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, პაატა ღაძაძე ესტუმრა. შეხვედრის თემა ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები იყო. პაატა ღაძაძემ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.
მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. სკოლის მეორე ნაკადი 20 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც საქართველოში მოქმედ 19 მედია საშუალებას წარმოადგენენ. მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ ექსპერტებსაც უმასპინძლებს.
ფოტოები იხილეთ ამ ბმულზე.