არასამთავრობო ორგანიზაციები "საზოგადოება და ბანკები" და YES Georgia 1-2 ნოემბერს წარმოგიდგენთ „ახალგაზრდულ ეკონომიკურ ფორუმს“.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საქართველოში არსებული ფინანსური ინსტიტუტების პრობლემებს, ეკონომიკური ფაქტორების გავლენას საბანკო სფეროზე და მომხმარებლების ინფორმირებულობის დონის ამაღლების საშუალებებს.

ამ ფორმატის მასშტაბური ღონისძიება საქართველოში პირველად იმართება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დაინტერესებასა და ჩართულობას რეალური საბანკო და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში.

დელეგატები შეიმუშავებენ საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიას - კომერციული ბანკების, საერთო ეკონომიკური და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, მონაწილეები წარმოადგენენ სამი სხვადასხვა მხარის ინტერესებს:  

  • კომერციული ბანკების წარმომადგენლები - ბანკირები,
  • ეროვნული ბანკის წარმომადგენლები,
  • მომხმარებელთა ინტერესების დამცველები - არასამთავრობო სექტორი.


დელეგატები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: 

  • საბანკო პროდუქტები და მათი შეფუთვა
  • ფასწარმოქმნა სესხებზე
  • საკრედიტო რისკების მართვა
  • ფასების სტაბილურობა
  • ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი
  • სავალდებულო რეზერვების სისტემა
  • საფინანსო ბაზრის მონაწილე ერთეულთა რეგულირების განვითარების სტრატეგია
  • ფინანსური პროდუქტების გამჭვირვალობა
  • კომერციული ბანკების „გულწრფელობა“
  • ფინანსური განათლების მნიშვნელობა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა

პროექტში მონაწილეობა უფასოა
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი

პროექტში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ 25 ოქტომბრამდე, ამ ბმულზე - http://goo.gl/NRFYVI 

ფორუმის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით საზოგადოება და ბანკების Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე: www.Facebook.com/SocietyAndBanks
Yes Georgia-ს  Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე: www.Facebook.com/yesgeorgia
ელექტორნულ ფოსტაზე: info.yesgeorgia@gmail.com
ან ტელეფონის ნომერზე: 555 66 44 84 ; 595 26 62 22