„საზოგადოება და ბანკებისა“ და რუსთავი 2-ის ერთობლივი პროექტი „რჩევები მომხმარებლებს“ დაბრუნდა.
6 ოქტომბრიდან, ყოველ ორშაბათს გადაცემა „სხვა შუადღის“ ეთერში მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ მიიღონ სასარგებლო რჩევები საბანკო პროდუქტებისა და პროცედურების შესახებ. ასევე, განახლებული ფორმატის ფარგლებში, მაყურებელი გაეცნობა სხვადასხვა ადამიანის ისტორიას მიმდინარე და აქტუალურ საბანკო თემებთან დაკავშირებით.
გადაცემის თანაწამყვანები არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე და საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე არიან.