საქართველოს ბანკი საბანკო–საფინანსო და არასაბანკო ბიზნესების გამიჯვნას იწყებს. რესტრუქტურიზაციის ფარგლებში მოხდება არაპროფილური აქტივების საბანკო საქმინობისგან გამიჯვნა და ბანკი სრულიად საბანკო საქმიანობაზე ფოკუსირდება. არასაბანკო მიმართულება კი ცალკე საინვესტიციო ბიზნესად გაერთიანდება და ბანკ ოფ ჯეორგია ჰოლდინგ-ის დაქვემდებარებაში შევა. ცვლილებებია მენეჯმენტის კუთხითაც. გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გადავა. 2015 წლის ზაფხულიდან საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კი მურთაზ კიკორია დაინიშნება.
გიორგი კეპულაძის კომენტარი ამ საკითხზე