მსოფლიო ბანკი ქვეყნების ეკონომიკის კლასიფიცირებას მთლიანი ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით (GNI per capital-Atlas Method) ახდენს. ამ ინდიკატორის მიხედვით ის ქვეყნებს ოთხ ჯგუფად ჰყოფს: დაბალი შემოსავლის (low-income) მქონე ქვეყნები - მეშ-ი ერთ სულ მოსახლეზე 1,035 $ ან ნაკლები უნდა იყოს: (ბანგლადეში, კამბოჯა, უგანდა, ჰაიტი და ა.შ); დაბალ-საშუალო შემოსავლის (lower-middle-income) მქონე ქვეყნები - 1,036$ - 4,085$: (სომხეთი, ინდოეთი, მოლდოვა, მაროკო და ა.შ); ზედა-საშუალო შემოსავლის (upper-middle-income) ქვეყნები - 4,086$-12,615$: (აზერბაიჯანი, ბრაზილია, ტაილანდი, ბულგარეთი და ა.შ) და მაღალი შემოსავლის (high-income) მქონე ქვეყნები-12,616$ და მეტი: (რუსეთი, ავსტრალია, სინგაპური, იტალია და ა.შ). აქედან, დაბალ და დაბალ-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს განვითარებად ქვეყნებს უწოდებენ. რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიო ბანკის 2013 წლის მონაცემების მიხედვით, ის მეშ-ის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით (3,570$-იანი მაჩვენებლით), სომხეთთან ერთად დაბალ-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება. იმისთვის, რომ საქართველომ დაბალ-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფიდან, უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფში მოკლე დროში გადაინაცვლოს, ამისთვის მისი მშპ-ს მაღალი რეალური ზრდის ტემპია საჭირო. იხილეთ კვლევის შედეგები მიმაგრებულ ფაილში.