არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. შეხვედრის თემა „საქართველოს ეკონომიკური ზრდა და მისი გამოწვევები“ იყო, რომელსაც ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე და ეკონომიკური ანალიტიკოსი ნუცა თოხაძე უძღვებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, მსგავსი ტიპის ღონისძიებებს საზოგადოება და ბანკები სტუდენტებისთვის სამომავლოდაც გეგმავს.