ეკონომიკურ მედია სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ესტუმრა. ჟურნალისტებთან შეხვედრის მთავარი თემა - ეკონომიკური თეორიები და მათი პრაქტიკაში განხორციელება იყო. გიორგი ქადაგიძემ მედია სკოლის მსმენელების შეკითხვებსაც უპასუხა.
ეკონომიკური მედია სკოლა საერთაშორისო ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენთთან“ (Junior Achievement) ერთად ხორციელდება, რომელსაც ეკონომიკური განათლების კუთხით თითქმის ასწლიანი გამოცდილება აქვს. 
მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. სკოლის პირველი ნაკადი 20 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც საქართველოში მოქმედ 18 მედია საშუალებას წარმოადგენენ.