26-27 ნოემბერს „საზოგადოება და ბანკების" ოფისში ახალი პროექტის, ეკონომიკური დებატების ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრები გაიმართა. სტუდენტებმა ინფორმაცია ბრიტანული საპარლამენტო დებატების ფორმატზე პროფესიონალი მოდებატეებისგან მიიღეს. ლექციები სტუდენტებისთვის "საზოგადოება და ბანკების" წარმომადგენლებმაც გამართეს. შეხვედრის მეორე ნაწილი ეკონომიკურ და საბანკო საფინანსო საკითხებს მოიცავდა.