არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები", საკონსულტაციო ცენტრის ფარგლებში, ბათუმში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის მიზანი მოსახლეობაში ფინანსური განათლების ამაღლება იყო. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ კვალიფიციური რჩევები საბანკო პროდუქტებისა და პროცედურების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მისი დასრულების შემდეგ ორგანიზაციის საბანკო პროდუქტების ექსპერტმა მსურველებს, ინდივიდუალური კონსულტაცია გაუწია.
ღონისძიების პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია Art Way იყო. „საზოგადოება და ბანკები“ მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გეგმავს.